მთავარი კონტენტი
შაბათი, 1 აგვისტო, 2026 | 02:25
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

IPN.ge 1 აგვისტო, 2026 · 00:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.თვითმხილველთა თქმით, მძღოლი, რომელმაც დაზიანება მიიღო, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.