„ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს!… მთელი უბანი გარეთ ვართ“ – ქართველები იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ნეაპოლი იყო.
მომხდარის შესახებ ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ:
„19 წელია ნეაპოლში ვცხოვრობ. ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს ! მთელი ჩემი უბანი გარეთ ვართ. შუქებიც გაითიშა…
მეგონა თავბრუ დამეხვა, ავდექი კედელსღა მივეყუდე… ისედაც ძალიან ცხელოდა დღეს 43 გრადუსი იყო,წნევაც დამივარდა და ესღა მინდოდა. სულ ქანაობდა ყველაფერი…“
ფოტოს ავტორი: ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე