მთავარი კონტენტი
შაბათი, 1 აგვისტო, 2026 | 00:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

არავინ ფიქრობდა, რომ ჰამასის განიარაღება შესაძლებელი იქნებოდა – ტრამპი ღაზის შეთანხმებაზე

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 22:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზის შეთანხმებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ჰამასის” განიარაღება ისტორიული მიღწევა და ახლო აღმოსავლეთისთვის დიდი ნაბიჯია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეუძლებელი იქნებოდა.

“ისრაელი ძალიან კმაყოფილია ამით, ისრაელი დაგვეხმარა ამაში. ისინი ძალიან კარგები იყვნენ.

არავინ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა – ჰამასის განიარაღება. ეს გიჩვენებთ, თუ რამდენ წარმატებას ვაღწევთ ირანთან. ოთხი ან ხუთი თვის წინ რომ დავბრუნდეთ, ასეთი შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა.

ეს დიდი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთისთვის,” – აცხადებს დონალდ ტრამპი.