ავარია გორში – ვითარება ადგილზე

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.თვითმხილველთა თქმით, მძღოლი, რომელმაც დაზიანება მიიღო, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.