მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 16:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ

Prime Time July 11, 2026 1:25 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ “დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა”, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ანანიძე მიუთითებს, რომ „ტვ პირველი“ ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებს.

„შეფასებები რეალობას უნდა ემთხვეოდეს! ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ.“- წერს ცოტნე ანანიძე.