მთავარი კონტენტი
შაბათი, 1 აგვისტო, 2026 | 01:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 23:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

„ამა წლის 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფროამციაში.