ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან – ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
„ეს არის საგანგებო ღონისძიება, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ზომა ძალაში დარჩება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელი იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა საზაფხულო ტურისტულ ნაკადებზე ნებისმიერი გავლენის შემცირებას.
ამასთანავე, იტალია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროპულ დონეზე წამოწყებულ ნებისმიერ ინიციატივას ესპანური ინსტიტუტების დასახმარებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრებზე სრული კონტროლის აღსადგენად და მიმდინარე სიტუაციასთან მკაცრად დასაპირისპირებლად.
საზღვრების დაცვა ნიშნავს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასა და იმ კრიმინალურ ქსელებზე დარტყმის მიყენებას, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობენ“, – აღნიშნა მელონიმ.