მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:11
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა

Ambebi.ge 1 აგვისტო, 2026 · 15:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.

ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს რუსებმა 35 რაკეტა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა და 185 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენეს.

“მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები ასევე განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზე. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, ეს იმიტომ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ არის“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად Patriot-ის რაკეტები ახლავე საჭიროა.

„ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. მათ გარეშე კი ყოველ ღამე მეტი მსხვერპლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.