მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:15
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ორსულებში ამ წამლის მიღებამ 10 000-ზე მეტი ბავშვის მძიმე თანდაყოლილი მანკები გამოიწვია… – საინტერესო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან

Prime Time 2 აგვისტო, 2026 · 01:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ექიმი რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს არა მხოლოდ სასარგებლო რჩევებს, არამედ საინტერესო ამბებს მედიცინის ისტორიიდან. ამჯერად ექიმი მედიკამენტების ტესტირების შესახებ გვაწვდის საინტერესო ცნობებს.

„იცოდით, რომ ათწლეულების განმავლობაში მედიკამენტების უმეტესობა ძირითადად მამაკაცებზე იტესტებოდა?დღეს ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს იყო კლინიკური კვლევების სტანდარტი.  1957–1961 წლებში თალიდომიდის ტრაგედიამ, რომელმაც ორსულებში მიღების შემდეგ 10 000-ზე მეტი ბავშვის მძიმე თანდაყოლილი მანკები გამოიწვია, მედიცინა სამუდამოდ შეცვალა.  ამის შემდეგ, 1977 წელს, აშშ-ის FDA-მ ოფიციალურად რეკომენდაცია გასცა, რომ I და II ფაზის კლინიკური კვლევებიდან გამორიცხულიყო თითქმის ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალი, მაშინაც კი, თუ ისინი ორსულად არ იყვნენ, იყენებდნენ კონტრაცეფციას ან საერთოდ არ გეგმავდნენ ორსულობას.შედეგად, 1977–1993 წლებში მრავალი ახალი მედიკამენტის უსაფრთხოება, ეფექტურობა და დოზირება ძირითადად მამაკაცებში იყო შესწავლილი.მხოლოდ 1993 წელს შეიცვალა ეს პოლიტიკა, როდესაც FDA-მ გააუქმა აღნიშნული რეკომენდაცია და მოითხოვა ქალების კლინიკურ კვლევებში ჩართვა.შემდეგ:  1993 წელს აშშ-ის NIH Revitalization Act-მა NIH-ის მიერ დაფინანსებულ კვლევებში ქალების ჩართვა სავალდებულო გახადა.  2014 წელს NIH-მა შემოიღო მოთხოვნა, რომ კვლევებში სქესი განიხილებოდეს, როგორც ბიოლოგიური ცვლადი (Sex as a Biological Variable), რათა შედეგები ცალკე შეფასდეს ქალებსა და მამაკაცებში.  თუმცა პრობლემა ბოლომდე ჯერაც არ არის მოგვარებული.ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან:• სხეულის ცხიმისა და წყლის შემცველობით;• ღვიძლის ფერმენტების აქტივობით;• თირკმლის ფუნქციით;• ჰორმონული ციკლით;• იმუნური პასუხით.ამიტომ ქალებში ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს უფრო მაღალ კონცენტრაციას სისხლში და უფრო ხშირ ან უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს.ეს განსაკუთრებით კარგად არის დადასტურებული:  საძილე საშუალებებში (მაგ. ზოლპიდემი);  ოპიოიდებში;  ანტიდეპრესანტებსა და ანტიფსიქოზურ პრეპარატებში;  QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ გულ-სისხლძარღვთა და ანტიარითმიულ პრეპარატებში;  ზოგიერთ ანტიკოაგულანტსა და ონკოლოგიურ მედიკამენტში.თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტად გადადის პერსონალიზებულ მიდგომაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მედიკამენტები, რომელთა დოზირების რეკომენდაციები არასაკმარისად ითვალისწინებს სქესობრივ განსხვავებებს.“ – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.