მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

Reuters – საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

IPN.ge 1 აგვისტო, 2026 · 21:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა.

ასევე, ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.