მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 1 აგვისტო, 2026 · 20:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.  ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.  ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში.  წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.