მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:08
სწრაფი სიახლე
სპორტი

მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება

SportMedia 1 აგვისტო, 2026 · 16:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთს დაუპირისპირდა და 7-ქულიანი სხვაობით, 74:81 დამარცხდა.

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალური შეხვედრა ნიდერლანდებთან დათმო, ხორვატიაში მიმდინარე ტურნირზე მე-5-მე-8 ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთო. პირველი მეტოქე სწორედ რუმინეთის ნაკრები გახლდათ. საქართველოს კვლავ აკლდა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაშავებული ილია სულაძე, რომლის არყოფნამაც სამწამიან ზონასა და ზოგადად გუნდს მნიშვნელოვანი ძალა მოაკლო.

 

შეხვედრა რუმინელთა უპირატესობით დაიწყო და მეტოქე პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში მიეცა თამაშის გადარჩენის შანსი, თუმცა გადამწყვეტ წუთებში უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა და მარცხი იგემა. ბუნებრივია, მენტალურად რთულია მობილიზება, როდესაც გუნდი მიზნად საუკეთესო სამეულში (A დივიზიონის საგზურისთვის) მოხვედრას ისახავს და ამის შანსს კარგავს.

 

ჩვენს გუნდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი დოხნაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა — მის ანგარიშზე 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 დაფარებაა (8/9 ორქულიანი). 13 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა დავით ფაჩულიამ, მათე ხატიაშვილმა გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შესძინა, ხოლო მათე ყავლაშვილი 10 ქულით დაეხმარა ნაკრებს.

 

საქართველოს ნაკრები ტურნირს მასპინძელ ხორვატიასთან მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 2 აგვისტოს, 13:30 საათზე გაიმართება — გამარჯვებული ტურნირზე მე-7, ხოლო დამარცხებული მე-8 ადგილს დაიკავებს.

 

GBF.GE

წყარო: Sportall.ge