მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ოქრო გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

Prime Time 1 აგვისტო, 2026 · 22:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაიაფდა. კერძოდ, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 57 დოლარით შემცირდა და 4 043 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებით,  ოქროს ფასი 1.41%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.28%-იან კლებას აჩვენებს, წლიურად კი 22%-იანი მატება ფიქსირდება.

რაც შეეხება ვერცხლს, ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.19 დოლარით შემცირდა და 1 უნცია 57.61 დოლარი გახდა.

საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის მქონე ოქროს ღირებულება 357 ლარია, 958 სინჯიანი ოქროს კი 342 ლარი. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამი ვერცხლი ამჟამად 5 ლარის ფარგლებშია, 925 სინჯის მქონე გრამი ვერცხლი კი 4.67 ლარი ღირს.