მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

Prime Time 1 აგვისტო, 2026 · 23:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, 61 წლის ნანა ლაჩაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ახლობლები და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ.
ლაჩაშვილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოდან იყო. ის წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდა და მუშაობდა.
ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნანა ლაჩაშვილს რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ვაჟი გარდაეცვალა.

სამგლოვიარო ცერემონია 1 აგვისტოს, ბრუკლინში გაიმართება