მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა

SportMedia 1 აგვისტო, 2026 · 19:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ტორპედო-ოდიში 4:1

გოლები: 0:1 კვერნაძე (2), 1:1 ანდრიჩი (20), 2:1 პენსონი (45), 3:1 ანდრიჩი (46), 4:1 კუპრავა (60)

 

 

რუსთავი-სპაერი 3:1 (დამ)

გოლები: 0:1 სამხარაძე (6, პენალტით), 1:1 ნაკანო (34), 2:1 კესი (102), 3:1 სეიხასი (114) 

გაძევება: ასკურავა (31, სპაერი), იაკობიძე (105+1, რუსთავი)

 

 

სამგურალი-მეშახტე 1:0 (დამ)

გოლი: 1:0 სირაძე (113)

 

ევროტურნირებიდან ნაადრევად და უსახელოდ გავარდნილმა “ტორპედომ” ერთგვარი შოკი მიიღო, როცა “ოდიშმა” უკვე მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ადრევე მოვიდნენ გონსა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. “ტორპედოს” შემდეგი მეტოქე იქნება ბათუმის “დინამოსა” და “თელავს” შორის გამარჯვებული.

 

დამატებითი დრო დასჭირდა ორი მეოთხედფინალისტის გამოვლენას. “სამგურალმა” ირაკლი სირაძის თავურით გაიმარჯვა და მომდევნო მეტოქედ “გორსა” და “დილას” შორის უძლიერესი ეყოლება.

 

ხოლო “რუსთავი”, რომელმაც ასევე დამატებით დროში გატეხა 10 კაცით მოთამაშე “სპაერის” წინააღმდეგობა, მეოთხედფინალში “იბერიასა” და “სამტრედიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს მატჩი გადადებულია და მისი გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

 

კვირას მერვედფინალის სხვა მატჩებში ერთმანეთს ხვდებიან: 

 

გარეჯი – გაგრა (16:30)

გურია – არაგვი (16:30)

გორი – დილა (20:00)

დინამო ბთ – თელავი (20:00)

 

წყარო: Sportall.ge