მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 21:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინული მედია – უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 21 რუსულ ტანკერს დაარტყეს

IPN.ge July 11, 2026 7:03 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 21 რუსულ ტანკერს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 11 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსული ნავთობტანკერები დააზიანეს.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსულ საბუქსირო და სატვირთო გემებსაც დაარტყეს.

ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა.