მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 22:03
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

IPN.ge July 11, 2026 8:49 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ, ბრალდებული დაზარალებულებს დაჰპირდა საზღვარგარეთიდან შერჩეული ავტომობილების ჩამოყვანას, რისთვისაც 20 პირისგან მოტყუებით მიიღო 460 714 ლარი, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ფულად თანხას დაეუფლა თაღლითურად.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.