მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 10:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

3 წელი შოვის ტრაგედიიდან – 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვი გარე სამყაროს მოწყდა. კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიური დნობას, უხვ ნალექს სათავეებში, კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.