მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 15:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

იტალიაში ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 34 დაშავდა, მათ შორის არიან ტურისტები

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 14:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას რეგიონების საზღვართან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 დაშავდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ფურგონს შეეჯახა. ავარიაში ასევე სამი მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა.

დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის ორი მძღოლი და ორი მგზავრი. ცნობილია, რომ ავტობუსში შემთხვევის დროს სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ორი დაღუპული ფურგონში მგზავრობდა. ისინი ტურისტები იყვნენ, რომლებიც ტერნის რაიონიდან ბრუნდებოდნენ.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ხოლო უვნებლად გადარჩენილებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.

შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს ტერნის საგზაო პოლიცია რიეტის საგზაო პოლიციის მხარდაჭერით იძიებს.