იგოეთის მიმდებარედ, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.