მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 20:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – რამდენჯერაც „ნაცაგენტურამ“ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია – წარმავალი, გასაუქმებელი პარტიის თავმჯდომარეობა ვერ გაუყვიათ

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 18:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

რამდენჯერაც „ნაცაგენტურამ“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია – ეს ხალხი საკუთარ პარტიაში ვერ იტანს ერთმანეთს, იმაზე ვერ რიგდებიან, ვინ – პარტიის თავმჯდომარე და ვინ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყოს და ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია?! წარმავალი, გასაუქმებელი პარტიის თავმჯდომარეობა ვერ გაუყვიათ, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სრული წელი ისე არ გავა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარე ან არ გადააყენონ ან თავად არ გადადგეს.

მაჭარაშვილი ამბობს იმასაც, რომ მას კითხვები ამ ყველაფერზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ აქვთ.

„ბოლო თავმჯდომარეს სააკაშვილის სული გამოეცხადა და თანამდებობიდან ბოკუჩავა გადააყენა. ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს, რაც „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ბუნებაა – ბუნება დაპირისპირების და წინააღმდეგობის.

აქ მთავარი სხვა რამეა – ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი ამ ხალხზე და ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდა, რომ პროდასავლური ღირებულებების არიან.

საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება იმას, რომ ასეთ ე.წ. პარტიას არ უნდა გაეკაროს. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო ამ პარტიის ანტისახელმწიფოებრივ პარტიად გამოცხადებასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მორიგ ჯერზე გამოჩნდა, როგორ არასწორად პროპაგანდირებდა ევროკავშირის ელჩი, როცა სურდათ, ხელისუფლებაში მოეყვანათ პარტია, რომელიც დაპირისპირების გარეშე საკუთარ თავმჯდომარეს ვერ ირჩევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.