მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 19:28
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ცნობილი მთამსვლელი ტრაგიკულად დაიღუპა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 17:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მაშველებმა ცნობილი ნეპალელი მთამსვლელის, ნირმალ პურჯას ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ კვირას, პაკისტანში, ექსპედიციის დროს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, პურჯა, რომელიც ისტორიაში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრით შევიდა, ტრაგიკულად ყარაკორუმის მთის მასივში დაიღუპა.

43 წლის პურჯა დაკარგულ 10 მთამსვლელს შორის იყო, რომლებიც, ჩრდილოეთ პაკისტანში, ბროუდ პიკის მწვერვალზე, 8047 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, როდესაც ადგილობრივი დროით შუადღისას მეწყერი ჩამოწვა.

პაკისტანის ალპური კლუბის ცნობით, მაშველებმა პურჯას ცხედარი და კიდევ შვიდი სხვა მთამსვლელი იპოვეს, თუმცა ისინი ჯერ არ გადაუყვანიათ ბაზის ბანაკში. ამ ჯგუფის წევრი ორი მთამსვლელი კვლავ დაკარგულად ითვლება.