მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 20:20
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მარნეულში, ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 19:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ „მარნეულინიუსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად BMW-ის მძღოლი, 30 წლის აქშინ ჯალილოვი, დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.