მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 19:50
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეიძინონ პროდუქტები, ეს არის საინტერესო, ინოვაციური შეთავაზება, ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 17:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეიძინონ პროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეს პორტალი არის ძალიან საინტერესო, ინოვაციური შეთავაზება საზოგადოებისთვის.

“მნიშვნელოვანია, რომ ფართოვდება შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალი, რაც საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათთვის სასურველი კალათი შეიძინონ ყველაზე უფრო იაფად. ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.