მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 01:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

“პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს – სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?” – აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი

SportMedia July 11, 2026 4:50 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რობერტო მარტინესის ნაცვლად პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულმა ჟორჟე ჟეზუშმა, O Jogo-სთან გუნდის ტაქტიკურ სქემასა და თამაშზე ისაუბრა:

 

„როდესაც თამაშის მოდელის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, სხვადასხვა იდეები შეგვიძლია განვიხილოთ. კონკრეტულად რისი შეცვლა გვინდა? იდეის, სისტემის, დეტალების?

 

დღეს ფეხბურთი სულ უფრო სპორტის გუნდური სახეობაა, რომელიც გაცილებით ევოლუციურია – სივრცეების შეზღუდვით და მეტოქეზე მეტი მომენტის შექმნით, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? სწორედ ესაა ყველაზე რთული ამოცანა. 

 

4-3-3 ტაქტიკა არ მხიბლავს. მომწონს, როდესაც ნახევარმცველები უფრო მოძრავები და დინამიურები არიან. ყველა ამბობდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს, თუმცა სად არის ის? ორი პსჟ-დან და ერთი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“.

 

პსჟ-ში სხვა სიტუაციაა, იქ სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს. პორტუგალიას ეს არ ჰქონდა. საჭიროა დავნერგო ის იდეები, რომლებიც ფეხბურთელთა შესაძლებლობების შესაბამისია. 

 

მწვრთნელი უნდა შეეცადოს შეგირდებს დაეხმაროს. არის მომენტები, როდესაც მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენს ფეხბურთელებს ოსტატობის მაღალი დონე აქვთ და მათ გვერდით ვიქნები, რათა დავეხმარო“.

წყარო: Sportall.ge