მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 22:04
სწრაფი სიახლე
სპორტი

ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი – პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ

SportMedia July 11, 2026 3:45 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ალბათ, გაგიკვირდებათ, თუმცა ფაქტია – პერუში ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი იმდენად პოპულარულია, რომ 559 ბავშვს მისი სახელი დაარქვეს: ერლინი, ჰოლანი, ერლინ ჰოლანი.

 

RFI-ს ცნობით, ქვეყნის ეროვნული იდენფიკაციის რეესტრმა სწორედ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. ამას გარდა, ბაზრობებზე ჰოლანის მაისურები ყველაზე მოთხოვნადია, განსაკუთრებით ეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან შეინიშნება, სადაც ნორვეგია ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. 

 

და რა მოხდება პერუში თუ 12 ივლისს ნორვეგიამ ინგლისს სძლია? 

 

პერუში ლეო მესის სახელს 3 402 ადამიანი ატარებს, 1 185-ს კრიშტიანო რონალდო ჰქვია, 1 241-ს ლამინ იამალი, ყველაზე მეტი, 33 809 კი ქვეყანაში ნეიმარია. 

 

3-peru-1783784694.webp

წყარო: Sportall.ge