მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 01:22
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Prime Time 4 აგვისტო, 2026 · 23:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის  დეპოზიტი.

„არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.