ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.