მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 03:11
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

წყალდიდობის გამო ჩინეთში ერთ-ერთი ზოოპარკიდან 100-მდე ცხოველი გაიქცა

Prime Time July 12, 2026 12:18 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჩინეთის ქალაქ გუიგანში კოკისპირულმა წვიმებმა 100-ზე მეტი ცხოველის ვოლიერი დააზიანა. ამის შესახებ AFP იტყობინება.

ქალაქის ზოოპარკიდან გაიქცნენ ალპაკები, ზებრები, მინი-პიგები (ჯუჯა ღორები), ენოტები, მაჩვზღარბები და ათობით ფარშევანგი. პარკის ადმინისტრაციამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ცხოველების ძებნაში დახმარება სთხოვა. ამასთანავე, მათ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ზოგიერთი გაქცეული ცხოველი შეშინებულია, რის გამოც შესაძლოა აგრესიულად მოიქცნენ.

ივლისის დასაწყისში ჩინეთის კუნძულ ჰაინანის სამხრეთ სანაპიროს ტაიფუნი „მაისაკი“ დაატყდა თავს. რამაც გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რეგიონსა და მეზობელ პროვინციებში მასშტაბური წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას მხოლოდ გუანსიში 39 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 130 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.