მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 03:11
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო… – N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time July 12, 2026 1:36 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.

მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი მძიმე სენს ებრძოდა.

“ნიაკო როგორი იმედი გვქონდა შენი გადარჩენის პატარა ანგელოზო, მშვიდად განისვენე…

უფალს ებარებოდე პატარა. ძალიან მეტკინა გული…“ – ოჯახს სამძიმარს უცხადებენ სოციალურ ქსელშიც.