მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 02:50
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გივი თარგამაძე – მესამე „ბლექაუტი” – ზარდიაშვილი თან შვებულებაშია, თან, მოხსენით და ახლა ვისი ბრალია? სისტემაში მაჯლაჯუნა ჩატოვა? – სუს-ი, საბოტაჟი გამოიძიეთ? თუ შუქი არ გაქვთ და ვერ მუშაობთ?

IPN.ge 6 აგვისტო, 2026 · 00:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ეგეც მესამე ბლექაუტი! – სუს-ი, საბოტაჟი გამოიძიეთ? თუ, შუქი არ გაქვთ და ვერ მუშაობთ?, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე წერს, რითაც ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ეხმაურება.

გივი თარგამაძის თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა „ბიტკოინების ფერმას ვეღარ აუდის“

„ეგეც მესამე “ბლექაუტი”! ზარდიაშვილი თან შვებულებაშია, თან, მოხსენით (რაც გამიხარდა) და ახლა ვისი ბრალია? სისტემაში მაჯლაჯუნა ჩატოვა? სუს-ი, საბოტაჟი გამოიძიეთ? თუ, შუქი არ გაქვთ და ვერ მუშაობთ? გამორთეთ გლუვის ბიტკოინების ფერმა, ვეღარ აუდის სისტემა მისი “კაპეიკების” ძერწვას, ხომ ხედავთ? ხოდა – კი თუ არა? ეს კითხვა კიდევ რელევანტურია? უფრო სწორად, ამ კითხვაზე პასუხებში “არა”- ს ფიგურირება?“, – წერს გივი თარგამაძე.

თბილისსა და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია ქვეყანაში დაახლოებით 20:10 საათზე გამოირთო. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გათიშვის ოფიციალური მიზეზი უცნობია.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.