შსს-მ გიგა ავალიანის საქმის კიდევ ერთ ფიგურანტი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთ ფიგურანტი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ნია იმნაძე დააკავეს.
ორივე მათგანი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზეა დაკავებული.
კომენტარები
კომენტარი