თბილისის “დინამოს” მძლეველი “ჟალგირისი” სახლში “ჰაიდუკთან” განადგურდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ჟალგირისი“, რომელმაც მეორე რაუნდში თბილისის „დინამოს“ სძლია, საკუთარ მოედანზე „ჰაიდუკთან“ 2:5 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიულმა გუნდმა პენალტი ვერ გამოიყენა, კომპენსირებულ დროში კი გოლი თამაშგარეს გამო გაუუქმეს.
საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს სპლიტში გაიმართება.
ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“
ჟალგირისი – ჰაიდუკი 2:5
გოლები: 0:1 შეგო (5, პენ), 1:1 პეტკოვიჩი (35), 1:2 შეგო (44), 1:3 პაიაზიტი (56), 1:4 დე ალმეიდა (73), 1:5 პუკსტასი (75), 2:5 ცაპანი (86)
გამოუყენებელი პენალტი: შეგო (14, ჰაიდუკი)
წყარო: Sportall.ge