პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

პსჟ-მ “მონაკოსგან” 24 წლის მარჯვენა გარემარბი მაგნეს აკლიუში 50 მილიონ ევროდ შეიძინა.
აკლიუშს კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და ის პსჟ-ში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში აკლიუშმა ყველა ტურნირზე 43 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრებში 10 შეხვედრაში 1 გოლია.
მაგნესი 2024 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.
წყარო: Sportall.ge