მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 15:47
სწრაფი სიახლე
სპორტი

“პატივისცემით მესაუბრე” – მესისა და პორტუგალიელი მსაჯის შელაპარაკება

SportMedia July 12, 2026 9:00 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ შვეიცარიას დამატებით დროში 3:1 სძლია და ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ ტურნირზე კი მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

 

პირველი ტაიმის მიწურულს, რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ, არგენტინის კაპიტანი მსაჯთან მივიდა და უკმაყოფილება გამოხატა. ტელეკამერებმა დააფიქსირეს, როგორ მიმართა მესიმ პინეიროს:

 

“ნორმალურად დამელაპარაკე. პატივისცემით მესაუბრე. მე შენ პატივისცემით გელაპარაკები”, – უთხრა მესიმ არბიტრს.

 

არგენტინული მედიის ცნობით, მესის გაღიზიანება მსაჯის კომუნიკაციის ტონმა გამოიწვია და არა მხოლოდ კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. სწორედ ამიტომ, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ოფიციალურ პირს ყოველთვის პატივისცემით ესაუბრებოდა და რა თქმა უნდა, თავადაც იმავეს მოითხოვდა.

 

არგენტინა 15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.

წყარო: Sportall.ge