მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 21:27
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანში დაამტკიცა

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 18:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანში დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სენატმა ტოდ ბლანშის კანდიდატურას მხარი 50 ხმით 49-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ბლანში გენერალური პროკურორის მოვალეობას აპრილის შემდეგ ასრულებდა. მან ამ თანამდებობაზე პემ ბონდი შეცვალა.

ასევე, სენატმა აშშ-ის ფედერალური სააგენტოების 11 დეკემბრამდე დაფინანსებას დაუჭირა მხარი. ახლა მთავრობის ბიუჯეტის კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც საზაფხულო არდადეგებიდან 31 აგვისტოს დაბრუნდება.