მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 19:01
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 16:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ბექა დავითულიანის თქმით, ქართველმა სამხედროებმა რუსეთის აგრესიას თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს და სამშობლოსთვის სიცოცხლე დათმეს.

„დღეს ჩვენ აქ ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მივაგოთ და მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ. 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ ქართველი მებრძოლები სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.