მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 20:16
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 18:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ბიწკინაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა იური ფირცხალაიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.

ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ოჯახის წევრები დაესწრნენ