მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 14:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა” – დაკავებულია 5 პირი

Ambebi.ge 9 აგვისტო, 2026 · 11:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.