მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 23:38
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ქალი ავტომობილით საბავშვო ბაღში შევარდა – დაშავებულია 8 ბავშვი (უცხოეთი)

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 21:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ამერიკის ქალაქ გლენდეილში ხანდაზმული ქალი ავტომობილით საბავშვო ბაღში შევარდა. ინციდენტის შედეგად რვა ბავშვი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია CBS.

შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა. 79 წლის ქალი ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც სიჩქარეს მოუმატა და გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ამის შემდეგ ამერიკელ ქალს გაზისა და მუხრუჭის პედალი ერთმანეთში აერია.

რვა ბავშვი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ისინი სახლებში გაუშვეს.