ხარისხი თუ უბრალოდ მაღალი ფასი – რა განსხვავებაა სუპერმარკეტსა და ბაზარში ნაყიდ ხორცს შორის

სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებს შორის ხორცის ფასებში არსებული დიდი სხვაობა არა ხარისხით, არამედ განსხვავებული ბიზნესმოდელითა და საოპერაციო ხარჯებით არის განპირობებული.
როგორც ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩხიკვიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა:
ქსელური მარკეტები: მაღალი ფასი განპირობებულია დიდი საოპერაციო ხარჯებით, ბრენდინგით, ინფრასტრუქტურისა და სურსათის უვნებლობის, მათ შორის „ცივი ჯაჭვის“ სტანდარტების დასაცავად გაღებული რესურსით.აგრარული ბაზრები: საოპერაციო დანახარჯები ბევრად დაბალია, რის გამოც იგივე ხარისხის პროდუქციის გაყიდვა შედარებით იაფად არის შესაძლებელი.უსაფრთხოება: ვეტერინარული კონტროლი და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები ორივე ადგილისთვის ერთნაირია, თუ ხორცი სასაკლაოდან არის.