მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 01:41
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ცნობილია, თუ სად შეძლებენ მშობლები სასურველი ზომისა და მოდელის სასკოლო ფორმების შეძენას

Ambebi.ge 9 აგვისტო, 2026 · 23:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

იმისათვის, რომ სასკოლო ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომის და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

“სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.

რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება,” – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F3570879373066339%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>