მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 02:08
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 00:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

11 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,  10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).