“შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა” – მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა

მადრიდის “რეალის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში, უკრაინელი თავდამსხმელის ანდრი შევეჩენკოს ყიდვა არასდროს სდომებია.
პორტუგალიელი ლონდონურ გუნდს პირველი ვადით 2004 წლიდან 2007 წლამდე წვრთნიდა, შევჩენკო კი “არისტოკრატთა” რიგებში “მილანიდან” 2006 წელს გადავიდა, სადაც 3 წლის განმავლობაში 77 მატჩში თავი 22 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.
“შევჩენოს ტრანსფერი დღის წესრიგში რომან აბრამოვიჩთან და მის აგენტებთან კავშირის გამო დადგა. მისი დამატება არასდროს მინდოდა, მაგრამ ეს არავისთვის მითქვამს და ამიტომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაცაა.
რომელი ფეხბურთელი მინდოდა? – სამუელ ეტოო”, – განუცხადა მოურინიომ BBC-ს.
წყარო: Sportall.ge