მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 17:51
სწრაფი სიახლე
სპორტი

თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება – ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 11:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

Sky Sports News-ის ინფორმაციით, 39 წლის ინგლისელმა ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, კვლავ ინგლისური გუნდის მაისური მოირგოს. 

 

ვეტერანი თავდამსხმელის სამსახურით ჩემპიონშიპში დაქვეითებული “ვესტ ჰემი” ინტერესდება და თუ ლონდონელებმა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე უკეთესი ვარიანტი ვერ ნახეს, მაშინ ჯეიმის დაიმატებენ. 

 

ვარდიმ გასული სეზონი იტალიურ “კრემონეზეში” გაატარა, გულშემატკივრებმა კი “ლესტერთან” ერთად ლეგენდარული საჩემპიონო სეზონით დაიმახსოვრეს. 

წყარო: Sportall.ge