მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეისთან 7-8 საათიანი შეხვედრა გამართა

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, უზენაეს ლიდერ მოჯტაბა ხამენეისთან 7-8 საათიანი შეხვედრა გამართა , – ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.
პეზეშკიანმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საქმეები განიხილეს.
ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული მთავარი თემები იყო ადამიანების საარსებო წყარო, დასაქმება და საცხოვრებელი.
„ასევე, განვიხილეთ სანქციებით გამოწვეული პრობლემები. ასევე მთავრობისა და ერის პოზიცია, საზოგადოების მხარდაჭერა, ერთიანობა და სოლიდარობა სხვა საკითხები“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.