მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 00:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 23:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

კოლუმბიის მთავრობამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომელსაც მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, ამ დროის მონაცემებით, 111 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოლუმბიის ხელისუფლებამ ადგილზე სამაშველო ჯგუფები მოაბილიზა, დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს მეზობელმა ეკვადორმა და აშშ-მაც.