კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:30 საათის შემდეგ, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად დაფიქსირდა.
ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობამ შენობები და საცხოვრებელი სახლები როგორც კოლუმბიაში, ისე მეზობელ ეკვადორშიც დატოვა.
ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
კომენტარები
კომენტარი