ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ – დონალდ ტრამპი

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანმა კომპენსაცია დაღუპული უდანაშაულო დემონსტრანტების ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს.
„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ვითხოვ ირანისგან კომპენსაციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოკლეს.
ასევე, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ასობით ათასი უდანაშაულო დემონსტრანტის ოჯახს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მოკლულ 52000 ადამიანზე. ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში მტკიცედ წამოაყენონ“, -წერს აშშ-ის პრეზიდენტი.