მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 00:27
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

Reuters – ომანთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერიდან ნავთობი იღვრება – თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია

IPN.ge 10 აგვისტო, 2026 · 23:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ომანთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერიდან ნავთობი იღვრება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერიდან ნედლი ნავთობი იღვრება, რომლის გავრცელების არეალი 400 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.

Reuters-ი წერს, რომ ტანკერმა Caroline Bezengi-მ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი აპრილში დატოვა, ხოლო პრობლემების შესახებ ინფორმაცია 8 ივნისს, იემენის სანაპიროსთან გაავრცელა.

ნავთობტანკერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია.

ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.